რეზონანსი
27.04.2017

 „არც სამშობლო, არც ბატონი", „არც მაკრონი, არც ლე პენი" -ამ ლოზუნგებით საფრანგეთში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ. პარიზის 20-მდე ლიცეუმის მოსწავლეები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების, მარინ ლე პენის და ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ სააგენტო „reuters"-ი იუწყება.

დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა.ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სკოლის მოსწავლეები კი სამართალდამცველების მისამართით ქვებს და ბოთლებს ისროდნენ.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი" პარიზის სკოლების სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება, საპროტესტო აქციის გამო, დღეს ოთხმა ლიცეუმმა სასწავლო პროცესი შეწყვიტა, ექვსი ლიცეუმი კი ნაწილობრივ არის ბლოკირებული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×