რეზონანსი
27.04.2017

 საფრანგეთის ქალაქ გრენობლში, „მაკდონალდსის" რესტორანში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „Le Dauphine Libere" იუწყება. ფრანგული მედიის ცნობით, ასაფეთქებელი საშუალება საპირფარეშოში იყო.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პოლიციამ ტერიტორიიდან 30-მდე ადამიანი გაიყვანა.ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა სწრაფი კვების რესტორნის მიმდებარე ტერიტორია და გზები გადაკეტეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ. თუმცა, საფრანგეთის პოლიცია აფეთქების ფაქტს ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×