რეზონანსი
27.04.2017

 „გვიყვარხართ ბებიებო, ბაბუებო" - გორის სოფელ სკრაში ამ სახელწოდების პროექტი ორგანიზაცია „ბეთლემის" წარმომადგენლებმა დაიწყეს. სოციალურ აქტივობას ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში", ევროკავშირის მხარდაჭერით აფინანსებს.

სოფელში და დევნილთა დასახლებაში ახალგაზრდები მოხუცებს სახლში საქმიანობაში მიეხმარებიან. მოხუცებისთვის კულტურული ღონისძიებებიც მოეწყობა.

პროგრამის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნანა ფერაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის ველოსიპედების შეძენა იგეგმება, რომლებსაც გაჭირვებაში მყოფი მოხუცების დასახმარებლად გამოიყენებენ. ასევე სპეციალურად შეიძენენ სარეცხ მანქანას.

ადგილობრივი ორგანიზაცია „ბეთლემი" პროექტისთვის 15 ათასი ლარით დაფინანსდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×