რეზონანსი
27.04.2017

 ვენესუელას დედაქალაქის, კარაკასის პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად კვლავ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ვენესუელაში არეულობა თვეზე მეტხანს გრძელდება. სამართალდამცველებს და მომიტინგეებს შორის შეტაკებებში დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

მოქალაქეები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციას აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს და სწორედ ამიტომ აუკრძალეს ოპოზიციის ლიდერს, ენრიკე კაპრილესუს საჯარო პოზიციაზე კენჭისყრა ბოლო 15 წლის განმავლობაში.

ვენესუელაში 19-20 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე 585 ადამიანი დააკავეს. ისინი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომას ითხოვდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×