რეზონანსი
27.04.2017

 ნეპალში, ჰიმალაის მთებში დაკარგული ორი ტაივანელი მოგზაური ლაშქრობის დაწყებიდან 7 კვირის შემდეგ იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დახმარების მისვლამდე 3 დღით ადრე გარდაიცვალა, მეორე კი მაშველებმა ცოცხალი იპოვეს.

მოგზაურები კატმანდუში მდებარე აზიური სააგენტოს თანამშრომლებმა, სამმა მაშველმა იპოვა. როგორც მათ „CNN"-ს განუცხადეს, ლიანგიმ და ლიუმ ლაშქრობა ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს დასავლეთით, დიდანის ოლქიდან დაიწყეს.

9 მარტს რაზაუას რაიონამდე მიაღწიეს, მაგრამ გზის გაგრძელება ქარბუქის გამო ვეღარ შეძლეს.მაშველების თქმით, ისინი გზამკვლევსაც არ იყენებდნენ. მიმართულების დაკარგვის შემდეგ ხეობაში, ჩამონგრეული კლდის ადგილას ჩავარდნენ და პატარა გამოქვაბულს შეაფარეს თავი, სადაც 47 დღე იყვნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×