რეზონანსი
27.04.2017

 პოლიციამ 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება. სულ ამოღებულია 16,296 გრამი ჰეროინი.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტ.რ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×