რეზონანსი
26.04.2017

 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობას 29 აპრილს, მას შემდეგ დატოვებს რაც ასამბლეაში ესპანეთის მეფის ვიზიტი დასრულდება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ფილიპ მეექვსე სხდომაზე 27 აპრილს გამოვა და მისი ევროსაბჭოდან გაცილების შემდეგ, აგრამუნტი საპარლამენტო ასამბლეის ბიუროში მივა, სადაც გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

აგრამუნტი უკვე მეორე დღეა საპარლამენტო ასამბლეის სესიებს არ ესწრება, სხდომათა დარბაზში მას არც ხუთშაბათს ელოდებიან. იგი სხდომას მხოლოდ პარასკევს, ერთი საათით დაესწრება.

პედრო აგრამუნტის თანამდებობიდან გადადგომა ასამბლეის პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მისი რუსეთის დუმის დეპუტატებთან ერთად სირიაში ვიზიტის შემდეგ მოითხოვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×