რეზონანსი
25.04.2017

 პროკურატურამ ბათუმის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს, აქციის სავარაუდო ორგანიზატორებს, მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წაუყენა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ედებათ და 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

საგამოძიებო ორგანო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება დაუმტკიცდათ.

„ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს.თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება" , - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×