რეზონანსი
22.04.2017

 პარიზის პროკურატურამ ელისეს მინდვრებზე თავდასხმის ორგანიზატორი დაასახელა. გამოძიების ინფორმაციით, შანზ-ელიზეზე პოლიციელებს ცეცხლი 39 წლის კარიმ შეფრიმ გაუხსნა. მან თავდასხმისას კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

პროკურორატურის ინფორმაციით, მოკლული თავდამსხმელის ცხედართან სამართალდამცველებმა ხელნაწერი წერილი აღმოაჩინეს, სადაც ის „ისლამურ სახელმწიფოს" მხარდაჭერას უცხადებდა.სროლა შანზ-ელიზეზე ორი დღის წინ მოხდა. თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

თვითმხილველების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი მანქანიდან გადმოსულმა კაცმა გაუხსნა, რომელიც ავტომატით იყო შეიარაღებული.მომხდარზე პასუხისმგებლობა რამდენიმე საათში დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.ინფორმაციას ორგანიზაცია „SITE Intelligence Group"-ი ავრცელებს, რომელიც ტერორისტების საქმიანობას მონიტორინგს უწევს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×