რეზონანსი
22.04.2017

 ავღანეთში თალიბებმა ქალაქ მაზარი-შარიფთან მდებარე ბაზაზე იერიში მიიტანეს. ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე „თალიბანის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხი 140-მდე გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო „Reuters"-ი ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტერორისტებმა სამხედრო ბაზას პარასკევის ლოცვის შემდეგ შეუტიეს, როდესაც ჯარისკაცების ნაწილი ბაზაზე მდებარე მეჩეთში, ნაწილი კი სასადილოში იმყოფებოდა.

თავდასხმის დროს ტერორისტები სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ გადაცმულები. ისინი ბაზაზე შეიჭრნენ, რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს და ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

ტერაქტის შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი, უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია, რის გამოც ოფიციალური პირები მსხვერპლის რიცხვის ზრდას არ გამორიცხავენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×