რეზონანსი
20.04.2017

 ვენესუელაში საპროტესტო აქციისას მომხდარი შეტაკებისას სამი ადამიანი დაიღუპა.სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ინფორმაციას "Reuters"-ი ავრცელებს. დაღუპულთა შორის ორი სტუდენტი და ერთი ეროვნული გვარდიის თანამშრომელია.

მედიის ცნობით, ქვეყანაში ამ თვეში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ რვას მიაღწია. მსვლელობის მონაწილეები აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. საპროტესტო აქციაში ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

საპასუხოდ, პრეზიდენტის მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ, რის შედეგადაც პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეტაკებები მოხდა. არეულობის შედეგად 400 ადამიანი დააკავეს. გაზეთ "El Nacional"-ის თანახმად, არეულობებისას 42 ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×