რეზონანსი
19.04.2017

 საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ ამომრჩევლებს მოუწოდა,რომ ხმა ფრანსუა ფიიონს მისცენ. ამის შესახებ „BFMTV"-ი იუწყება.

„მე მასთან 5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ვიცი, რომ მისი ნდობა შეიძლება" , - განაცხადა საფრანგეთის ყოფილმა ლიდერმა.

„reuters"-ის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა ამომრჩევლებს ვიდეომიმართვით „facebook"-ის საკუთარი გვერდიდანაც მიმართა.

„ყველას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. მე მინდა ვთქვა, რატომ ვუჭერ მხარს ფიიონს. მას აქვს გამოცდილება, სურვილი და გეგმა, როგორ გახადოს საფრანგეთი ისეთი, როგორიც ბოლო 5 წელი არ ყოფილა" , - ამბობს ექსპრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

ფრანსუა ფიიონი ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს, 2007-20012 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო. გასული წლის შემოდგომაზე, „რესპუბლიკელების" პრაიმერიში მან სარკოზი დაამარცხა. ამის შემდეგ განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომ პოლიტიკიდან მიდის.

„რესპუბლიკელები" ფიიონის კანდიდატურის შეცვლასაც გეგმავდნენ. ამის მიზეზი მისი და მისი მეუღლის გარშემო შექმნილი სკანდალი გახდა. პენელოპა ფიიონზე ფიქტიური დასაქმების ბრალდებით ოფიციალური გამოძიება დაიწყო. მას ძალაუფლების უკანონო გამოყენებაში და თაღლითობაში ადანაშაულებდენ. 14 მარტს ბრალი ფრანსუა ფიიონსაც წაუყენეს.

პარტიის ამ გადაწყვეტილებას საფრანგეთში ხალხმრავალი გამოსვლები მოჰყვა და დღეს ფიიონი ისევ პრეზიდენტობის კანდიდატია.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება,რომელშიც 11 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. მათგან მხოლოდ ოთხს აქვს რეალური შანსი,რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. მათ შორის ფრანსუა ფიიონსაც ასახელებენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×