რეზონანსი
15.04.2017

 საბჭოთა კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა გერმანულ გაზეთ „Bild"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ცივი ომი ახლოვდება.

მისი სიტყვებით, მსხვილ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა იძაბება, რამაც მსოფლიო ცივ ომამდე შეიძლება მიიყვანოს. გორბაჩოვმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსებსა და სამხედრო პირებს მტრულად განწყობილი რიტორიკა აქვთ.

მარტის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიძლება კიდევ უფრო დაძაბული ურთიერთობაა, ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო.

მოსკოვის ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან 2014 წელს საგრძნობლად გაუარესდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა ყირიმი შემოიერთა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ომი წამოიწყო. შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის და უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×