რეზონანსი
14.04.2017

  „BBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში ყველაზე მძლავრი არაატომური ბომბი, „GBU-43" ჩამოაგდო. იგი 9,5 ტონას იწონის და მისი ჩამოგდება თვითმფრინავ „MC-130"-დან განხორციელდა.

აღნიშნული პროვინცია პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად არ კონტროლდება. ამერიკის სამიზნე „ისლამური სახელმწიფო" და მათი გვირაბთა სისტემა იყო, რომელსაც „ბოევიკები" გადასაადგილებლად იყენებენ.

ცნობილია, რომ ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

დაბომბვის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×