რეზონანსი
13.04.2017

 ყირიმში ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰიზბ უტ-ტახრირის" რამდენიმე წევრი დააკავეს, აღნიშნულ ინფორმაციას ყირიმის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ექსტრემისტთა ჯგუფმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც პოლიციამ საკონტროლო გასროლა განახორციელა, გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კიევის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ორგანიზაციის სხვა წევრებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოსახლეობას და ნახევარკუნძულის დასაცავად საბრძოლო მზადყოფნას გამოთქვამს.

„ჰიზბ უტ-ტახრირი" მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომლის „საქმიანობა" იკრძალება რუსეთში, გერმანიაში და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×