რეზონანსი
13.04.2017

 თურქული საინფორმაციო სააგენტო, „ანადოლუ"-ს ინფორმაციით, პოლიციამ 412 ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის" საქმიანობაში. სამართალდამცველებმა კონკრეტულ მისამართებზე დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა და ის დოკუმენტაცია ამოიღეს, რომლებიც დაპატიმრებულების ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ადასტურებდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ანტიტერორისტული ოპერაცია თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა.

2015 წელს, ორწლიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმების შემდეგ, ქურთისტანის სამხრეთ ნაწილი თურქ და ქურთ სამხედროებს შორის შეტაკებების ყველაზე ინტენსიურ ადგილად იქცა. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2015 წლის ივლისიდან, 2016 წლის დეკემბრამდე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 2 000 ადამიანი დაიღუპა და ათობით სახლი განადგურდა.

შეიარაღებული კონფლიქტი ანკარასა და ქურთებს შორის, რომელიც ქვეყნის შიგნით განათლების მიღების ავტონომიის იდეით დაიწყო, 2015 წლის ქალაქ სურუჩის ტერაქტის შემდეგ გამწვავდა. მაშინ ამ ტერაქტს 32 ქურთი ემსხვერპლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×