რეზონანსი
12.04.2017

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურჯაანში 24 წლის გოგოს მოტაცების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში განმარტეს, გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გატაცებული და გამტაცებელი პოლიციამ ცოტა ხნის წინ იპოვა.

24 წლის გოგო გურჯაანში 27 წლის მამაკაცმა დღეს მოიტაცა. ცნობილია, რომ გატაცებულმა გოგონამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცველებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროვებდა, თუმცა პოლიციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×