რეზონანსი
12.04.2017

 დედაქალაქში მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლის მიმდებარედ, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ორი მძმედ დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის, მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×