რეზონანსი
11.04.2017

 ფხენიანში თვლიან, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დამრტყმელი ძალის გაგზავნა აშშ-ის აგრესიულ მიზნებს ამტკიცებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ატომური ავიამზიდის „კარლ ვინსონის" ნახევარკუნძულის სანაპიროებთან გაგზავნა მიუთითებს, რომ აშშ-ის სცენარი ჩრდილოეთ კორეაში შეჭრასთან დაკავშირებით, სერიოზულ ფაზაში გადავიდა.

„თუ აშშ სამხედრო არჩევანი გააკეთა, ჩვენ მზად ვართ ამ პროვოკაციას იმავე ფორმით ვუპასუხოთ", - განაცხადეს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა მშვიდობის უზრუნველყოფას არავის სთხოვს და მზადაა საკუთარი თავი იარაღის გამოყენებით დაიცვას.

შეერთებულმა შტატებმა კორეის სანაპიროსკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფი 9 აპრილს გაგზავნა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების დამრტყმელი ძალა, წყნარი ოკეანის დასავლეთის მიმართულებით გაემართა. ფლოტის შემადგენლობაში ატომური ავიამზიდი „Carl Vinson"-ი, ორი კრეისერი და მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ორი გამანადგურებელიც შედის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×