რეზონანსი
10.04.2017

 ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ტაკან ილდემმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ რეფერენდუმისა და არჩევნების შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიცია გააჟღერა. ილდემმა განაცხადა,რომ ნატო მკაცრად გმობს ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმს, რომელიც გუშინ გაიმართა.

„სამწუხაროდ, მსოფლიოში უსაფრთხოება შეუძლებელია. რუსეთი განაგრძობს აგრესიულ პოლიტიკას შავი ზღვის რეგიონში და კავკასიაში, ეს ეხება ყირიმს, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომელთა საქმეებში რუსეთი ღრმად იჭრება და რეგიონულ უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს" , - განაცხადა ტაკან ილდემმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე მიიჩნევს,რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში პროვოკაციული ქმედებები, დესტაბილიზაციას იწვევს. ილდემის თქმით, სამხედრო ალიანსი გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ სტაბილურობა და უსაფრთოება საერთაშორისო ნორმებში იყოს დაცული.

თბილისი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს მასპინძლობს.ფორუმი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.საქართველოს პრეზიდენტი ფორუმში მონაწილეობას ხვალ მიიღებს.

ორდღიან ფორუმზე დასასწრებად საქართველოში იმყოფება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×