რეზონანსი
08.04.2017

 მართლმსაჯულების სახლში საქართველოს მოსამართლეთა მე-20 რიგგარეშე კონფერენცია დასრულდა. ხმათა რაოდენობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად გიორგი მიქაუტაძე 196 ხმით და რევაზ ნადარაია 195 ხმით აირჩიეს. მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პაატა სილაგაძე და ილონა თოდუა ჩაანაცვლეს. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გარდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს. რაც შეეხება რევაზ ნადარაიას, ის თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×