რეზონანსი
08.04.2017

 თვითმხილველთა თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს, დედაქალაქის ცენტრში მოხდა, #6 მიკროავტობუსი, წერეთლის გამზირზე 50 წლამდე ასაკის კაცს დაეჯახა რის შედეგადაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, რაც შეეხება მგზავრებს, ისინი არ დაშავებულან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×