რეზონანსი
07.04.2017

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მინერალური წყლების, „ლიკანისა" და „ბორჯომის" ფალსიფიცირებისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მოწყობილი ჰქონდა სასმელების ჩამოსასხმელი დანადგარები და რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად ახდენდა ქართული მინერალური წყლების, „ბორჯომისა" და „ლიკანის" ფალსიფიკაციას.

ექსპერტიზის დასკვნით, რეალიზაციისთვის განკუთვნილი პროდუქცია დამზადებულია არასათანადო სანიტარულ პირობებში და ის საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×