ამ ინფორმაციას დღესვე თურქეთის ლიდერი ტელეკომპანია „Kanal 7"-ის მეშვეობით გამოეხმაურა:
„დაე, ტრამპის სიტყვები, სირიის საკითხში ჩარევის შესახებ, მხოლოდ სიტყვებად არ დარჩეს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ აშშ-ის ოპერაციას, თუ საქმე აქამდე მივა", - განაცხადა ერდოღანმა.
ანკარა ადასტურებს, რომ სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. თურქმა სპეციალისტებმა გარდაცვლილებს ექსპერტიზა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ ისინი ზარინის გაზით დაიღუპნენ.
ქიმიურ შეტევას ადასტურებს ისრაელიც, რომელიც ირწმუნება, რომ სირიის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ბაშარ ალ ასადის ბრძანებით ჯერ სახლები, შემდეგ კი საავადმყოფო დაიბომბა, სადაც მოწამლულები იყვნენ მოთავსებულნი. სირიის ხელისუფლება გამოძიების ჩასატარებლად გაეროს საკუთარ პირობას უყენებს და აცხადებს, რომ პროცესი დამასკოდან უნდა იმართებოდეს.
ბოლო მონაცემებით, სირიაში ქიმიურ შეტევას უკვე 27 ბავშვი ემსხვერპლა.