რეზონანსი
06.04.2017

გამოცემა  „The Local”-ის ინფორმაციით, საფრანგეთის უშიშროების მინისტრმა, მატიას ფეკლმა საზოგადოებას ქალაქ მონპელიეში არსებული მეჩეთის იძულებითი დახურვის შესახებ აცნობა. 

მინისტრის განცხადებით, მონპელიეს მეჩეთის იმამი რადიკალურ იდეოლოგიას ქადაგებდა და თავის მრევლში მტრულ და დისკრიმინაციულ გრძნობებს აღვივებდა.  

სპეცსამსახურების რეიდის შემდეგ, შენობაში აღმოაჩინეს ბუკლეტები, რაზეც არამუსლიმი საზოგადოების მიმართ ძალადობრივი მოწოდებები ეწერა. გარდა ამისა, სამართალდამცველებს აქვთ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მეჩეთში, ტერორისტულ დაჯგუფებებთან, რეგულარული შეხვედრები იმართებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×