რეზონანსი
05.04.2017

 ფასანაურის მოსახლეობის ნაწილი ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გადამცემი ხაზი სახლების და საძოვრების სიახლოვეს უნდა გავიდეს, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში კლდე უნდა გაიჭრას, რაც ტერიტორიას მეწყერსაშიშ ზონად აქცევს. შეკრებილები აცხადებენ, რომ კომპანია „ენერგოტრანსს" მშენებლობის საშუალებას არ მისცემენ.

აქციაზე თავად „ენერგოტრანსის" წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბრალდებები უარყვეს. მათი თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებით, ყველანაირი საბუთი წესრიგშია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთა სახლების ტერიტორიაზეც მშენებლობა გაივლის, კომპენსაციას მიიღებენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×