რეზონანსი
05.04.2017

 მამა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2" დეკანოზის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.როგორც რამიშვილი აცხადებს, დაკავებული დეკანოზის ერთადერთი მოთხოვნა, პატრიარქთან და სინოდის წევრებთან შეხვედრაა. მამალაძეს სურს, რომ მათ საქმეში არსებული გარემოებები დეტალურად მოახსენოს.

რამიშვილის განცხადებით, მამა გიორგისთვის შიმშილობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველია.

„4 აპრილის დილიდან, მან საკვების მიღებაზე უარი თქვა. ამ შიმშილობის თაობაზე ოფიციალურად არის დაფიქსირებული შეტყობინება.არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მას აქვს რაღაც სათქმელი პატრიარქისთვის და სინოდის წევრებისთვის" , - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დღეს მამალაძის ადვოკატებმა პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს, რომ საქმეში მხარეთა უფლებები თანაბრად იყოს დაცული და გაუთქმელობის პირობა მოიხსნას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×