რეზონანსი
04.04.2017

 თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, სპეციალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ხუთი არგუმენტი დაასახელეს, თუ რატომ არ უნდა გაუქმდეს თვითმმართველი ქალაქები. ისინი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმება 40-ის ნაცვლად, 5 მილიონ ლარს დაზოგავს იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლებული თანამშრომლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აღარ დასაქმდებიან.

არასამთავრობოები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ სამინისტროს არგუმენტს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ამ არგუმენტის მიხედვით, მთავრობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არ უნდა გაეუქმებინა.

სამოქალაქო სექტორის კიდევ ერთი არგუმენტი, მუნიციპალიტეტების შემოსავლების გაზრდაა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დაფიქსირდა. მაგალითად თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე და სხვა თვითმმართველი ქალაქები მოჰყავთ, სადაც შემოსავლები საშუალოდ, 50%-დან 73%-მდე გაიზარდა.

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების საკითხს, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ლილუაშვილის თქმით, ტერიტორიების გამთლიანება და გამგეობისა და მერიის გაერთიანებით, ერთი სტრუქტურის შექმნა განიხილება.

„დაგვჭირდება ძალიან მყარი არგუმენტები, რომ დავეთანხმოთ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას" , - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×