რეზონანსი
04.04.2017

 სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი, სავარაუდოდ წარმოშობით ყირგიზი, რუსეთის მოქალაქეა. ამ ინფორმაციას ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტში ადასტურებენ და ტერორისტის სავარაუდო გვარსაც ასახელებენ.

ეჭვმიტანილი 1995 წელს დაბადებული, აკბარჟონ ჟალილოვია. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილის ფოტო კი „fontanka.ru"-მ გამოაქვეყნა. ბომბი, რომელიც მეტროში აფეთქდა, ჟალილოვს სავარაუდოდ სხეულზე ჰქონდა დამაგრებული ან ზურგჩანთაში ედო. ის მგზავრებთან ერთად შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

რუსულ პრესაში მეორე ეჭვმიტანილი ტერორისტის ფოტოც გამოქვეყნდა. „მეხუთე არხი" აქვეყნებს ადამიანის ფოტოს, რომელმაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა სანკტ-პეტერბურგის მეორე მეტროსადგურში, „Площадь Восстания"-ში განათავსა, თუმცა, ეს მოწყობილობა არ აფეთქდა. პოლიციელებმა ის გააუვნებელყვეს. ამ ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე 1 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტია, რაც დაახლოებით 5-ჯერ მძლავრია აფეთქებულზე.

3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს - „ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა" და „სენნაია პლოშადს" შორის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი გარდაიცვალა, 51 კი დაშავდა.

ბოლო ინფორმაციით, პეტერბურგის მეტროში ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. მისი ვინაობა დადგენილია. ინფორმაციას სამართალდამცველებზე დაყრდნობით, სააგენტო „ Interfax.ru" ავრცელებს.

რუსეთის ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა. 4 აპრილიდან რუსეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×