ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი, 8-13 მ/წმ-ში. მსგავსი ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები უნალექო ამინდს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ღამით ზოგიერთ რაიონში ყინვა იქნება.
4 აპრილს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, ახალციხეში -6, ხოლო მაქსიმალური, ქუთაისში, ცხინვალსა და რუსთავში, 21 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 0/20
ბათუმი - 6/17
სოხუმი - 5/18
გორი - -3/12
თელავი - 0/20
ახალციხე --6/17
ქუთაისი - 6/21
ფოთი - 5/18
ცხინვალი - -4/21
ბორჯომი - -6/16
მესტია - -5/14
ზუგდიდი - 2/20
ზესტაფონი - 0/20
ჭიათურა - 3/18
რუსთავი - 1/21
ოზურგეთი - 0/20
სტეფანწმინდა - -5/7
3 აპრილს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1950 წელს +26.4, მინიმალური კი 1984 წელს, 0.0 გრადუსი დაფიქსირდა.