მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე, აბდულკადირ დემირაი და ზაზა ჩეთინი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აბდულკადირ დემირაიმ და ზაზა ჩეთინმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება სურდათ. ამ მიზნით დაკავებულებმა ერთ-ერთ კომერციულ ბანკში გახსნეს ანგარიში, აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანიას მოტყუებით გადმოარიცხინეს 90 397 აშშ დოლარი და გადმორიცხული თანხა საბანკო ანგარიშიდან იმავე დღეს გამოიტანეს.
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების წარმოშობის წყაროს და მისი რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, ა. დემირაიმ და ზ. ჩეთინმა, ფულადი თანხა სხვა საბანკო დაწესებულებაში გახსნილ ანგარიშზე განათავსეს და თურქეთის რესპუბლიკაში გადარიცხეს.
აბდულკადირ დემირაისა და ზაზა ჩეთინს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით წარედგინათ. ბრალდება სასჯელის სახით, 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.