რეზონანსი
03.04.2017

 რუსეთის პრეზიდენტი სანკტ- პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და აფეთქების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“, საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, აფეთქების მიზეზი უცნობია და გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის, შესაძლო ტერაქტზე.

„სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მომხდარის მიზეზები გამოიკვლიონ. მე უკვე ვესაუბრე სპეცსამსახურების ხელმძღვანელს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს" , - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი სანკტ-პეტერბურგში სამუშაო ვიზიტით იმყოფება,სადაც ის ბელარუს კოლეგას, ალექსანდრე ლუკაშენკოს ხვდება.

სანკტ- პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. მეტროს სადგურებიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილზე 80 მაშველი,17 სამედიცინო ბრიგადა და 2 ვერტმფრენია მობილიზებული. „Facebook"-მა პეტერბურგში მყოფი ადამიანებისთვის უკვე გაააქტიურა ღილაკი „მე უსაფრთხოდ ვარ".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×