კოლუმბიის პრეზიდენტის, ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, პუტუმაიოს რეგიონში, მეწყერისგან დაღუპულთა რიცხვი იზრდება. გარდაცვლილთა შორის 44 ბავშვია.
ადგილობრივი მედიასაშუალება, „elheraldo.co" იუწყება,რომ მეწყერი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.რამდენიმე დასახლება მთლიანად განადგურდა. სახლების დიდი ნაწილი მიწაში ჩაიმარხა. დაკარგულ ადგილობრივებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, განსაკუთრებით, ქალაქი მოკოა დაზარალდა. აქ ხანგრძლივი წვიმის შემდეგ, მდინარე მოკოა კალაპოტიდან გადმოვიდა და ქუჩები დაიტბორა. ქალაქი, სადაც 45 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიისგან სულ 17 საქალაქო რაიონი დაზარალდა.