რეზონანსი
01.04.2017

 ადგილობრივი მცხოვრებლები ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მშენებლობა იმ ადგილზე დაიწყო, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს წყლით იყო დაფარული. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ მდინარე ვერეს მახლობლად კორპუსის ჩადგმა საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, მათი თქმით, მძიმე ტექნიკის გადაადგილება საფრთხეს მიმდებარე კორპუსებსაც უქმნის,რადგან ძველი შენობები ისედაც დაბზარულია.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის თქმით, მერია ცდილობს ნებართვების გაცემა გენერალური გეგმის დამტკიცებამდე მოასწროს. გენერალური გეგმა საკრებულოში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს შევა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×