რეზონანსი
31.03.2017

 2017 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოში 905 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ორი თვის განმავლობაში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 84 და დაშავდა 1 277 ადამიანი. დაღუპულთა შორის 19 ქვეითია. დაშავებული ქვეითების რაოდენობა 265 -ს შეადგენს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, ორ თვეში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 5 არასრულწლოვანი დაიღუპა, 136 კი დაშავდა.

ავტოავარიის გამომწვევი წამყვანი მიზეზებია: მანევრირების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, შემხვედრ ზოლში გადასვლა, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×