თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრზე ყაჩაღობის მიზნით, თავდასხმისთვის ბრალდებული დიმიტრი გოლავა დამნაშავედ სცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 20:50 საათზე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე დიმიტრი გოლავა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად თავს დაესხა სს "საქართველოს ბანკის" სერვის-ცენტრს, მოლარე ოპერატორს და დაცვის თანამშრომელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა „საქართველოს ბანკის" კუთვნილი 2560 ლარი, 5478 აშშ დოლარი, 1530 ევრო, 510 ევროდ ღირებული ე.წ. ,,ცხელი ფულის" შეკვრა და დაცვის თანამშრომლის კუთვნილი აირის პისტოლეტი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დიმიტრი გოლავა სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.