რეზონანსი
30.03.2017

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის - ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისათვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან9 წლამდე ვადით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×