რეზონანსი
30.03.2017

 დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად  ლიტვას ესტუმრება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში პოლიტიკოსებთან ერთად აფხაზი და ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები თამაზ გათიკაევი, ესმა კოკოსკერია და ლიახვის ხეობიდან დევნილი პაატა შიუკაშვილი იმყოფებიან, რომლებიც ერთ-ერთი პირველები გადავლენ ევროკავშირის საზღვარზე ვიზის გარეშე.

ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც მარგველაშვილი ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტს შეხვდება. დაგეგმილია ასევე შეხვედრები ლიტვის პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×