რეზონანსი
30.03.2017

 ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე გვიან ღამით სამშობლოში დაბრუნდა. ისრაელში საქართველოს კონსულის განცხადებით, ქართველები დაკავებულები არ არიან. კიდევ რამდენიმე დღეს ჩამოფრინდება.

ალექსანდრე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ საზღვრის დაცვის სამსახურმა არალეგალური მიგრაციის პრევენციისთვის, ქართველებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა და ვიდრე სამშობლოში დაბრუნდებიან, ისინი ე.წ. საემიგრაციო სამსახურის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კონსული საქართველოს მოქალაქეების საზღვარზე შესვლის უარის კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს და განმარტავს, რომ თითოეულ მოქალაქეს მიზეზი განემარტება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×