რეზონანსი
29.03.2017

 პრემიერმინისტრმა ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ბრიუსელის დათვალიერებას დაუთმო. ქართული დელეგაცია ბრიუსელს დღეს დატოვებს.

ახალგაზრდებმა პრემიერთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათი უმეტესობა ევროპაში პირველად არის. ახალგაზრდების ჯგუფს ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტებმა პრემიერთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

28 მარტს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, გიორგი კვირიკაშვილი მგზავრების პირველ ნაკადს შეუერთდა და სიმბოლური ვიზიტებით, ათენს და ბრიუსელს ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×