თბილისის ინტერპოლმა, კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი, უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იგორ კირიუშინი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კირიუშინს ბრალად ედება კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა, ასევე თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვა.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. კირიუშინის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი 90 დღის განმავლობაში უნდა გადაწყდეს.
იგორ კირიუშინი 25 მარტს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გმადლობთ მეგობრებო" , - მიმართავს იური ლუცენკო ქართველ კოლეგებს „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე.
გენერალური პროკურორის განმარტებით, კირიუშინს ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობა ბრალდება.