რეზონანსი
29.03.2017

 „BBC"-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ, ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა - „Brexit"-ი, ოფიციალურად დაიწყო.

ოფიციალური შეტყობინება ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის მიხედვითაა შედგენილი. დოკუმენტი ევროკავშირის პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს 29 მარტს წარედგინება.

გეგმის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს საბოლოოდ, 2019 წლის მარტში დატოვებს.

ლორდთა პალატამ „Brexit"-ის კანონი 14 მარტს დაამტკიცა. დედოფალმა ელისაბედ II-მ დოკუმენტს ხელი 16 მარტს მოაწერა. რაც შეეხება „Brexit"-ის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში ცხოვრებისა და მუშაობის უფლების შენარჩუნებას, ლორდთა პალატამ აღნიშნული შესწორება, ხმათა უმრავლესობით 274 ხმით 135-ის წინააღდეგ, არ მიიღო.

2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას, რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა. ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგე პრემიერი, დევიდ კამერონი კი გადადგა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×