ხვალ საქართველოს დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 10-15/20-25 მ/წმ-ში. მსგავსი ამინდი თბილისში, კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სინოპტიკოსები უნალექო ამინდს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ღამით ზოგიერთ რაიონში ყინვა იქნება.
29 მარტს ჰაერის მინიმალური ტემპერატურა, სტეფანწმინდაში -7, ხოლო მაქსიმალური, თბილისში, ქუთაისში,ზუგდიდში,ზესტაფონსა და ოზურგეთში, 14 გრადუსი იქნება.
იხილეთ ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:
თბილისი - 2/14
ბათუმი - 3/12
სოხუმი - 3/11
გორი - 2/12
თელავი - 0/13
ახალციხე --6/10
ქუთაისი - 3/14
ფოთი - 4/11
ცხინვალი - 1/11
ბორჯომი - 4/11
მესტია - -6/2
ზუგდიდი - 3/14
ზესტაფონი - 2/14
ჭიათურა - 3/12
რუსთავი - 3/15
ოზურგეთი - 5/14
სტეფანწმინდა - -7/0
28 მარტს თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, 1951 წელს +25.4, მინიმალური კი 1972 წელს, -2,4 გრადუსი დაფიქსირდა.