ტვერის რაიონულმა სასამართლომ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი არასანქცირებული აქციის ორგანიზებისთვის, 20 ათასი რუბლით დააჯარიმა. ნავალნი პოლიციაზე დაუმორჩილებლობაშიც დაადანაშაულეს.
მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 1000-მდე მონაწილე დააკავეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა „Дождь"-ი ავრცელებს. აქციები 82 ქალაქში გაიმართა, და მთლიანად 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დაკავებულთა შორის ალექსეი ნავალნის პარტიის, მოსკოვის ოფისის წარმომადგენელიცაა, რომელსაც დაკავების დროს სამართალდამცველმა, თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
ნიკოლაი ლიასკინს ტვინის შერყევა აქვს და ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ , კლინიკაში მკურნალობს.
ალექსეი ნავალნი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" ხელმძღვანელია. ოპოზიციონერის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევს, კორუფციული გზით სხვადასხვა სახის მდიდრული უძრავი ქონება აქვს მოპოვებული.
საპროტესტო გამოსვლები, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.