თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პირველი მგზავრები უვიზოდ უკვე გაფრინდნენ. უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის აეროპორტიდან ათენში გაემგზავრა.
ეს არის ერთ-ერთი პირველი ისტორიული რეისი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები ევროპაში ვიზების გარეშე გადაიყვანა. ათენის შემდეგ ქართული დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან.
„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის,რომ უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, ეს არის ჩვენი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვლმა.
ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაზე მოქმედებს. უვიზოდ მიმოსვლა 180 დღიდან, 90 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.