რეზონანსი
26.03.2017

 დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 96 საარჩევნო უბანია გახსნილი.

პირველ ტურში, რომელიც 12 მარტს გაიმართა, მხოლოდ 12 დეპუტატის არჩევა მოხერხდა. დეფაქტო პარლამენტში 35 ადგილია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი ტურის შემდეგ გამოეხმაურა აფხაზეთში გამართულ ე.წ. არჩევნებს. საგარეო პოლიტიკური უწყების შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×