რეზონანსი
25.03.2017

 24 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სერბეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი დაკარგა.

მატჩის პირველ ნახევარში, საქართველოს ნაკრები ნიკა კაჭარავას გოლით დაწინაურდა.სერბებმა ანგარიშის გათანაბრება ტაიმის მიწურულს, 11-მეტრიანი დარტყმით შეძლეს.

თამაშის მეორე ნახევარში სტუმრები დაწინაურდნენ, 64-ე წუთზე გოლი ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე, მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს D ჯგუფში მოგება არ აქვს და 2 ქულით, მეხუთე ადგილზეა.

საქართველო-სერბეთის თამაშზე, ქართველ ფეხბურთელებს 2008 წლის აგვისტოს ომში, გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა უგულშემატკივრეს. საქართველოსა და სერბეთის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები მინდორზე პატარების თანხლებით გამოვიდნენ და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნებს ერთად მოუსმინეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მატჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ შეხვედრას 28 მარტს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგურ მატჩს „დინამო არენა" უმასპინძლებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×