რეზონანსი
25.03.2017

 „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები, მთავრობის კანცელარიასთან აქციას აგრძელებენ. დაზარალებულები საკრებულოს მიერ შეთავაზებულ 3000-ლარიან კომპენსაციას არ თანხმდებიან და ისევ შიმშილობენ. ისინი მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან და 5000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ასევე პრემიერმინისტრთან შეხვედრა და საბანკო ვალდებულებების შეჩერება სურთ.

„შემოგვთავაზეს 3000 ლარი და ამით უნდათ პასუხისმგებლობა მოიხსნან. ჩვენ 3000 ლარი უკვე ვალი დაგვედო, პირველადი საჭიროებისთვის ვითხოვთ 5 000 ლარს, საბოლოოდ კი ზიანის სრულად ანაზღაურებას", - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, ზვიად რაფავა.

დაზარალებული მოვაჭრეები აქციებს ერთი თვის განმავლობაში მართავენ და პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ. ისინი კვირას აქციის გამართვას საკანონმდებლო ორგანოსთან გეგმავენ. დაზარალებულები საელჩოებთან შეკრებასაც არ გამორიცხავენ.

ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. მეწარმეების პროდუქცია ფაქტობრივად სრულად განადგურდა. მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×