რეზონანსი
24.03.2017

 რუსთავის N21-ე საბავშვო ბაღში შეტანილ საქონლის ხორცში თეთრი პარკუჭები აღმოაჩინეს, ხორცს ფერი ჰქონდა შეცვლილი და ლორწოიანი იყო. „მოამბის" ინფორმაციით, საეჭვო ხორცის აღმოჩენის შემდეგ, ხელმძღვანელობა რუსთავის ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა. ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, ხორცის პარტიის გამოყენება ყველა საბავშვო ბაღში აიკრძალა.

საეჭვო ხორცის ნიმუშები შესამოწმებლად სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს და ანალიზის პასუხი ერთი კვირიდან ერთ თვეში უნდა გახდეს ცნობილი.

კომპანია „ ბადა", რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×