რეზონანსი
23.03.2017

 სამოქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, შუამდგომლობის საფუძველი ირაკლი მამალაძის ჩვენებები იყო.

„შუამდგომლობის საფუძველი იყო შემდგომი გარემოება, რომ საქმეში მოწმეების, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძის ჩვენებაში მრავლად არიან მოხსენებული წმინდა სინოდის წევრები გარკვეულ დაპირისპირებულ ჯგუფებად. აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა რამდენად შეეფერება რეალობას ირაკლი მამალაძის ჩვენება და მოვითხოვეთ წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვა. ეს მოგეხსენებათ არ არის რიგითი საქმე, ეს საქმე ეხება საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 24 საათში უნდა გაასაჩივრონ.

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის შერჩევითი სამართალი. პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×